ალექსანდრე რაქვიაშვილი – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე: ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას მოგონილი მიზეზებით ზღუდავს
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირას დაძლევს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი ის კენჭისყრაზე გავა.
პარტია “გირჩის” ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან რევოლუციის შიშით, ნაჩქარევად მიღებული კანონპროექტია, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
“ვეტო, რა თქმა უნდა, ძალიან სწორი იყო. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ძალიან იშვიათად იყენებს ამ ინსტრუმენტს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს კანონი არაფრად ვარგა, რადგან გამოხატვის თავისუფლებას მოგონილი მიზეზებით ზღუდავს, მთავარი არის ის, რომ ეს კანონი დაჩქარებული წესით მივიღეთ იმის შიშით, რომ ახლა რევოლუცია უნდა მომხდარიყო, კარვები უნდა აეფეთქებინათ და, ეს რომ არ მომხდარიყო, თურმე, კრიტიკულად საჭირო ყოფილა ეს კანონი პოლიციისთვის, რომ კარავი არ გაეხსნათ და აერიდებინათ თავიდან არეულობები”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.