„მინდა, მივუსამძიმრო ყაზახეთში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაზარალებულ მეშახტეებსა და მათ ოჯახებს” – პრემიერი
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში, შახტში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მინდა, მივუსამძიმრო ყაზახეთში, კოსტენკოში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაზარალებულ მეშახტეებსა და მათ ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ რთულ დროს ყაზახ ხალხთანაა“, – წერს ღარიბაშვილი.