მაკა ბოჭორიშვილი: ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი აქვს.
მისივე თქმით, საქართველომ რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რათა შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, ასევე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოცემულობაშიც არის ჩვენი რეგიონი, მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას, რათა მყარად გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.