მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან, რაც სამწუხაროა

“ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად ოპოზიციის გეგმებთან არის თანხვედრაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე ვეტოც მისი ამგვარი პოზიციონირების გაგრძელებაა.

„რაც შეეხება ვეტოს, ეს კანონი მივიღეთ პარლამენტმა, შესაბამისად, ეს არის ჩვენი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ვხედავთ პრეზიდენტის პოზიციონირებას, რომელიც დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან და პოზიციებთან, რაც სამწუხაროა. ესეც ერთგვარი გაგრძელებაა მისი ამ პოზიციონირების, რასაც პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები