ირმა ზავრადაშვილი თელავში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამართულ კამპანიაში – „ვარდისფერი ოქტომბერი” მონაწილეობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე – ირმა ზავრადაშვილი თელავში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამართულ კამპანიაში – „ვარდისფერი ოქტომბერი” მონაწილეობს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„კომიტეტის დღევანდელ სხდომას არ ესწრება კომიტეტის წევრი – ირმა ზავრადაშვილი, რომელიც იმყოფება ქალაქ თელავში და მონაწილეობს კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი”. ეს არის კიბოს სკრინინგის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია, რომელსაც წარმართავს პარტია „ ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერი კამპანიაა”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ე.წ. ვარდისფერი ოქტომბრის იდეა 1985 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის კიბოს საზოგადოების ინიციატივით დაიბადა. ოქტომბერში, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მსოფლიოში არაერთი კამპანია ეწყობა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პრობლემასთან ბრძოლას ემსახურება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები