“თბილისი ბუნებრივად არის ის ადგილი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება, გაიმართოს, პრემიერმინისტრი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და პირველი ნიშნები უკვე სახეზეა” – ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თბილისი ბუნებრივად არის ის ადგილი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს.
„თბილისი ბუნებრივად არის ის ადგილი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ იმას, რომ სწორედ თბილისში შედგეს ეს ისტორიული მოვლენა. პრემიერმინისტრი უკვე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ვხედავთ, რომ პირველი ნიშნები უკვე სახეზეა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები პირველად ერთმანეთს პირისპირ თბილისში შეხვდნენ. აუდიენცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.