ალი ასადოვი – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის ბატონ პრემიერმინისტრს და ორგანიზატორებს მადლობა მინდა, გადავუხადო, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა”

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა, ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „აბრეშუმის გზის ფორუმზე” მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერმინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერმინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა”, – განაცხადა ალი ასადოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები