ბექა ოდიშარია: მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ

მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევამ, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრებმა შედეგი გამოიღო.

„ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა ჩვენი ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ ყოვლისა, გაიგეს, სინამდვილეში, რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები