“სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი უკვე ვიხილეთ” – მაკა ბოჭორიშვილი

“სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი უკვე ვიხილეთ, ახლა ალბათ თავად განსაზღვრავენ რომელ ოპოზიციურ პარტიას მიეკუთვნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჩვენ ვიხილეთ ის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც ნამდვილად არ შეშვენის სახელმწიფოს მმართველს. ჩვენ ეს პროცესი, მგონი უკვე ვნახეთ, სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი. ახლა ალბათ თავად, კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავენ რომელ ოპოზიციურ პარტიაში, ოჯახში არის ის და ვის მიეკუთვნება უფრო ზუსტად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები