“საქართველოს როლი არის და იქნება იმისკენ მიმართული, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება” – მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველოს როლი არის და იქნება იმისკენ მიმართული, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერმინისტრების საქართველოში შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი სურვილი, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში იყოს მშვიდობა და რაც კი შეგვიძლია, ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. კარგი იყო იმის ნახვა, ორივე ქვეყნის (სომხეთის და აზერბაიჯანის) პრემიერმინისტრები იყვნენ საქართველოში და ერთ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა გუშინ. ფორუმი, პრინციპში ეხებოდა ჩვენი რეგიონის როლს გლობალურ სცენაზე.

საქართველოს როლი არის და იქნება იმისკენ მიმართული, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება იმისათვის, რომ ხანგრძლივად შევძლოთ ამ კონფლიქტის დასრულება ორ ქვეყანას შორის და ვიფიქროთ მშვიდობიან განვითარებაზე, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის განვითარებაში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერმინისტრები პირველად ერთმანეთს პირისპირ თბილისში შეხვდნენ. აუდიენცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები