“დღეს მსოფლიოს პარლამენტთაშორისი კავშირის ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩეული კანდიდატი საქართველოს მიმართ პოზიტიურად განწყობილი იყოს” – შალვა პაპუაშვილი

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება მსოფლიოს პარლამენტთაშორისი კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაუძღვება კავშირის საქმიანობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ლუანდაში, სადაც კავშირის 147-ე ასამბლეა იმართება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინც იქნება არჩეული, იყოს პოზიტიურად განწყობილი საქართველოს მიმართ, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ამ კავშირს საგანგებო მნიშვნელობა აქვს.

ამ დღეების განმავლობაში დაახლოებით 20 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდებით. საბოლოოდ, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაა. ვფიქრობ, ეს ამ შეხვედრების შედეგადაც მიღწეულია იმ მხრივ, რომ ყველა ამ შეხვედრაზე მყარი დასტური გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით და არაღიარების პოლიტიკიდან არგადახვევის. მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, სადაც დიპლომატიური დაფარვა არ გვაქვს და, ზოგადად, რთულია ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიური წარმართვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები