“დავისაჯე, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შევუერთდი” – პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი

“დავისაჯე, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” არ შევუერთდი”, – ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოდან” გარიცხულმა ნატალია ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც ძიძიგური აცხადებს, მისთვის პარტიის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, ის ბათუმის საკრებულოში კრიზისს არ შექმნის და დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ძიძიგური გახარიას პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსზე საუბრობ. მისივე თქმით, ქალ დეპუტატზე ზეწოლა და ბულინგი ხორციელდებოდა.

ინფორმაციისთვის, პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი – ნატალია ძიძიგური და შოთა გოგიტიძე გარიცხა. პარტიამ მათ ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებულები” უწოდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ შეამჩნიეს არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები