უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. სასიხარულოა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქცა საერთაშორისო ბრენდად. წლევანდელმა ფორუმმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 300-ზე მეტი სტუმარი ეწვია.
„სასიხარულოა, რომ გაიზარდა მოთხოვნა უშუალოდ კერძო სექტორიდან. ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან არა მხოლოდ მსოფლიოს ლიდერები, პრემიერები, ვიცე-პრემიერები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული სხვადასხვა რიგი მნიშვნელოვანი პანელებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული სექტორიდან იყო დიდი ინტერესი“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.