ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში
სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, მადლობელია რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის.
“სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,” – აღნიშნა პრემიერმა.