ვახტანგ გომელაური: სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება, „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ?
“სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება, „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ?”, – ასე პასუხობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.
„ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში? ამაზე ასჯერ გამიკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ“, – განაცხადა მინისტრმა.