ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი შუა ხნის ქალია, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.