ლაშა ჟვანია – ისრაელში მოკლულ თამარ გოლდენბერგზე: ის გახლდათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახში გაზრდილი, არ იყო საქართველოს მოქალაქე, მაგრამ, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ბმა ჰქონდა

“ჩვენ შეტყობინების პირველივე დღიდან ჩართულები ვიყავით თამარ გოლდენბერგის მოძიების საკითხებში. სამწუხაროდ, პარასკევს მივიღეთ ეს მძიმე ინფორმაცია”, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„აღმოჩნდა, რომ ის არ იყო გატაცებულებს შორის, არამედ ის გარდაიცვალა თავდასხმის პირველივე დღეს. ის გახლდათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახში გაზრდილი 23 წლის გოგო, რომელიც ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში. ოჩამჩირიდან არის ოჯახი, მათ აფხაზეთის ომი გადაიტანეს, შემდეგ ისრაელში ჩამოვიდნენ. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მაგრამ, საქართველოსთან ყველანაირი ბმა ჰქონდა“, – აღნიშნა ჟვანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები