“იმპიჩმენტის პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა” – გურამ მაჭარაშვილი
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა.
„ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. 36-დან ოცნი დარჩნენ „ნაცმოძრაობაში“ და იმ ოცსაც არ ენდობიან, განზრახული აქვთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავინ შევიდეს. საზოგადოებისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება. ერთი მხრივ, იმპიჩმენტის პროცესი აუცილებელი იყო, რადგან კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს, საქართველოს კონსტიტუცია დაუდგა პრეზიდენტს მოწინააღმდეგედ და პასუხები გასცა ირაკლი კობახიძის სახით. საქართველოს კონსტიტუცია სცემდა პასუხს საქართველოს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს პირდაპირ აჩაქუჩებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით, რომელიც პრეზიდენტმა დაარღვია.
რეალურად, იმპიჩმენტის პროცესია ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია შედგა. მეორე მხრივ, ეს პროცესი საჯაროდ აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა და როგორ უნდა ენდოს საზოგადოება, რომ მისცენ ხმა და ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.