ვიქტორ ორბანი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრა.

შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყეო. ვიქტორ ორბანი საქართველოს მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ოფიციალური ვიზიტი ორბანმა გასულ კვირას გრანადაში დააანონსა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართებოდა. როგორც მან აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერია.
მისივე თქმით, ის საქართველოსთვის არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, არამედ – ევროკავშირში მის გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები