ილია დარჩიაშვილმა გერტ იან კოპმანთან სატელეფონო საუბარი გამართა

2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, გერტ იან კოპმანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

მათივე ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები