„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული” – ირაკლი ქადაგიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული.
„იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. მასთან რომ ჩადიან მოსალაპარაკებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან უნდა მიიღონ ინსტრუქციები, რა და როგორ გააკეთონ და იმოქმედონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.