“როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცესპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება” – ირაკლი ქადაგიშვილი

“წლების წინ პარლამენტში უმრავლესობის და ოპოზიციის კვოტით სამ-სამი ვიცესპიკერი იყო, შემდეგ მათი რაოდენობა ორ-ორ ვიცესპიკერამდე დავიდა, რეგლამენტი პირვანდელ ვარიანტს უბრუნდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცესპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება. ოპოზიციაში მეტი პოლიტიკური ჯგუფებია, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები