ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაობაზე რეკომენდაცია შესასრულებელია, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი

ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაობაზე რეკომენდაცია შესასრულებელია, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ვიცით, რომელიც ძირითადი მოთხოვნაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. ეს კონსტიტუციური ორგანოა და მისი ფუნქციები კონსტიტუციაშია განსაზღვრული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ბლოკირებული უნდა იყოს.

„მთავარი მოთხოვნა გაჟღერებულია არა ვენეციის კომისიის მხრიდან, არამედ ზოგადად და ეს არის ის, რომ იყოს ორმაგი 2/3. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ 15-კაციანი ორგანოს გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ 15 კაცში სამი იქნება წინააღმდეგი. სამართალი ისეთ ცნებას არ იცნობს, რომ საბჭოში გადაწყვეტილება ასეთი კვორუმით მიიღებოდეს. მარტივი კითხვა გვაქვს, დაგვისახელონ, ევროპის ან ევროპის გარეთ არსებული ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ანალოგიური რეგულაცია მუშაობს. ასეთ პრაქტიკას და სამართლებრივ ცნებას ვერ ასახელებენ, მაგრამ რატომღაც ასეთი მოთხოვნა მხოლოდ საქართველოს მიმართაა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ბლოკირებული უნდა იყოს. ვენეციის კომისია ორმაგ 2/3-ს პირდაპირ ვერ ასახელებს, რადგან იმდენი კომპეტენცია აქვს, რომ ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს ვუყურებთ, სადაც ეს ძირითადი მოთხოვნაა. პარტნიორებთან დიალოგი და მსჯელობა გვაქვს. ყველაფერი ახსნადია, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაბლოკვისკენ იქნება მიმართული, არ იქნება მუშაობის ოპტიმალური ვარიანტი და რომლის ანალოგი საერთოდ არ არსებობს სამართლებრივ სისტემაში, რა ლოგიკით უნდა მივიღოთ? პარტნიორებთან უნდა ვისაუბროთ, თუ რა არის რომელიმე რეკომენდაციაში ისეთი რამ, რისი შესრულებაც საღ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. ვერ გვეუბნებიან, ეს ასე თუ არა, სხვანაირად როგორ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები