შალვა პაპუაშვილი: არის მზადება, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა 

“არის მცდელობა, მზადება იმისთვის, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა. ის, რომ სუს-ს მოუწია გამოძიების საჯაროდ გამოტანა, ესეც უკვე ნიშანია იმის, თუ რამდენად სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამდენად შორს წასული იყო ეს საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულს ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

სუს-ი აქამდეც მოქმედებდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ასეთი სცენარი არიდებული ყოფილიყო. ეს არაერთხელ, ანგარიშებშიც მოგვისმენია, რომ წარსულშიც იყო კონკრეტული ღონისძიებები გატარებული, იმისთვის რომ ძალადობრივი გეგმები ჩაშლილიყო.

ის, რომ სუს-ს მოუწია ამ გამოძიების საჯაროდ გამოტანა, ესეც უკვე ნიშანია იმის, თუ რამდენად სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამდენად შორს წასული იყო ეს საკითხი, ამიტომ ამას ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს. არის მცდელობა, მზადება იმისთვის, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა. ის რაც ენჯეოებმა შარშან ივნისში სცადეს, რომ ხელისუფლება შეეცვალათ არაფორმალური მმართველობით, როდესაც ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები მთავრობის დაკომპლექტებაში, რაც არის არაკონსტიტუციური და არაფორმალური მმართველობის მოთხოვნა და მაშინ ეს არ გამოუვიდათ, ახლა, როგორც ჩანს, ასეთი დესტრუქციის მეორე სერიაა დაგეგმილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები