გურამ მაჭარაშვილი: რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება.
“ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში საქართველოს როლი განსაკუთრებით გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება. ამის დამადასტურებელი იყო გუშინდელი ვიზიტიც. ალიევმა თქვა, რომ მზად არის, საქართველო იყოს შუამავალი ბევრ საკითხზე, მათ შორის, სამშვიდობო საკითხებზე. იქ, სადაც საქართველოს შეუძლია, გარკვეული როლი შეასრულოს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ რეგიონში თავად ქვეყნები უნდა წყვეტდნენ იმ პოლიტიკას, რაც ამა თუ იმ რეგიონს სჭირდება. ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა მანიშნებელია, რომ რეგიონში თავად ის სახელმწიფოები გადაწყვეტენ იმ პოლიტიკას, რაც მათთვის აუცილებელია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.