გია აბაშიძე – სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილზე: ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან

რევანშისტი ნაცსექტის არცთუ ახალი ტაქტიკაა ახალი ე.წ. არასამთავრობოების შექმნა ერთი და იგივე პერსონაჟების მიერ. გადატრიალების მოსურნე ერთ-ერთი რადიკალი გიორგი მელაძე (ასევე „თავისუფლების ინსტიტუტი“), რომელიც საზოგადოებამ გაიცნო „კანვასი საქართველოს“ „რევოლუციური“ გეგმებით, ახლა ნაცორგანიზაცია „ჯიუტის“ სახელით, სხვა ნაცმარიონეტებთან ერთად მიმართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ვეტო დაადოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან.

„რევანშისტი ნაცსექტის არცთუ ახალი ტაქტიკაა ახალი ე.წ. არასამთავროებოების შექმნა ერთი და იგივე პერსონაჟების მიერ. გადატრიალების მოსურნე ერთ-ერთი რადიკალი გიორგი მელაძე (ასევე „თავისუფლების ინსტიტუტი“), რომელიც საზოგადოებამ გაიცნო „კანვასი საქართველოს“ „რევოლუციური“ გეგმებით, ახლა ნაცორგანიზაცია „ჯიუტის“ სახელით, სხვა ნაცმარიონეტებთან ერთად მიმართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ვეტო დაადოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას. ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს მრავალრიცხოვანი სამოქალაქო საზოგადოება ვითომდა დემოკრატიის სადარაჯოზეა. არა და ნებისმიერ ასეთ მყვირალა NGO-ს „გადაფხიკავ“ და დაინახავ ნაცმანქურთს.

ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან.

ადეკვატურობის ზონიდან გასული პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, შეისმენს ნაცმარგინალების თხოვნას და ვეტოს დაადებს ცვლილებას. და აზრი? პარლამენტი ვეტოს დაძლევს მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე მყოფი, გონიერი საპარლამენტო უმრავლესობის ხმებით.

მეხუთე კოლონის თოჯინები კი გააგრძელებენ ჩხავილს ნაცეთერებში და პარლამენტთან „მასობრივად“.

ანტიქართული ნაცსექტა მუდმივ ფიასკოში იქნება“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები