თამარ ჩერგოლეიშვილი – ეკა კვესიტაძეს: სირცხვილი გახდება თქვენთან თანამშრომლობა – კომპრომატად გადაექცევათ ადამიანებს თქვენი კეთილგანწყობა

ეს ბელადის კულტის ანგარებიანი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ გამართლებაა თუ პარტიის ლიდერი არ ლაპარაკობს, არავინ ალაპარაკონ,- ასე ეხმაურება “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის ფეისბუქპოსტს.

“ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფა გამოგვეხმაურა.

გენოციდის აღიარების კამპანიაზე
მუშაობს 50 ადამიანი.
ეს ბელადის კულტის ანგარებიანი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ გამართლებაა, თუ პარტიის ლიდერი არ ლაპარაკობს, არავინ ალაპარაკონ.

გიგა არ არის პარტია!

პარტია არის ის გუნდი, რომელიც პარტიის პროექტებზე მუშაობს!

ამ უბადრუკ თავის მართლებაზე ჩანს, რომ ეფექტურია წნეხი.

სირცხვილი გახდება თქვენთან თანამშრომლობა – კომპრომატად გადაექცევათ ადამიანებს თქვენი კეთილგანწყობა.

პ.ს. ამ კიკიმორას დასაჩაგრი ტყეში დარბის მეთქი მინდოდა დამეწერა, მაგრამ იქაც არ დარბის”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემაში “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიწვია, თუმცა ბოკერიამ გარკვეული პირობა წაუყენა. “ეს იმიტომ დავწერე, რომ ვიღაცამ არ დაიჯეროს ევროპულ საქართველოს ვჩაგრავთ”,- დაწერა კვესიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები