დავით ქართველიშვილი – მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე” თსუ-ის პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გესაუბრება

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის გამოსვლას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ქართველიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლისგან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისგან მსგავსი გამოსვლა ძალიან რთული მოსასმელია.

„ანხორციელებს”, „ანთავისუფლებს”, „მოსამართლе”, „კონკრეტულь”, „უბრალёდ”, „წარმომადგენლёბითი”, „საქართველё”… ამის მოსმენა მით უფრო ჭირს, რომ ამ „უცხო ენაზე” თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება”, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები