ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

25-26 სექტემბერს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები