ევროპელები, რომლებიც ცივილიზაციას ემალებიან
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ადამიანების ნებაყოფლობითი გაქცევა თანამედროვე ცივილიზაციისგან. როგორც წესი, ეს ეხება დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს, რომლებიც პოსტინდუსტრიული ეკონომიკის სარგებელსა და აურზაურს ემალებიან.
ფრანგი ფოტოგრაფი ანტუან ბრუი რამდენიმე წელია, მსგავსი ადამიანების ფერმებში მოგზაურობს და მათ ცხოვრებას იღებს.
ანტუან ბრუი, ფოტოგრაფი:
„ეს ძალიან ლამაზი პარადოქსია: ადამიანები, რომლებიც ეძებენ უტოპიას, საბოლოოდ აქცევენ თავიანთ ცხოვრებას ექსპერიმენტებსა და შეცდომებში. არამდგრადი სახლების დიზაინი, უჩვეულო სასოფლო-სამეურნეო მეთოდები – ეს ყველაფერი მამაკაცებისა და ქალების რეაქციაა მათ მიერ დატოვებულ საზოგადოებაზე. დრო აქ კარგავს თავის სწორხაზოვნობას და ხდება უფრო ნელი და დამამშვიდებელი. აქ არ გესმით საათის წიკწიკი – თქვენ მხოლოდ ხედავთ, როგორ მოდის ღამე დღის შემდეგ, როგორც ცვლიან ერთმანეთს სეზონები და მთვარის ფაზები.
El Pardal-ის ფერმა დაარსდა 1986 წელს ესპანეთში, სიერა დე კასორლას მთებთან ახლოს, ნაკრძალში. გერმანელი, სახელად ამირი, აქ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა. უახლოესი სოფელი აქედან ფეხით სამი საათის სავალზეა.
ვინსენტი მათემატიკოსი იყო მანამ, სანამ 2007 წელს საფრანგეთის პირენეების ცნობილ დასახლებაში, რამუნატში არ წავიდოდა საცხოვრებლად..
რამუნატის დასახლება გერმანელმა პეტერმა და მისმა ოჯახმა ააშენეს. მოგვიანებით ოჯახი წავიდა, მაგრამ პეტერი დარჩა. ამ სახლში ელექტროენერგია თითქმის არ არის, მისი მაცხოვრებლები მთელ საჭირო ენერგიას მზის პანელიდან იღებენ.
ეს არის რამუნატის მეორე სახლი. მისი სიმაღლე ცხრა მეტრია. ზაფხულში იქ მოხალისეები ცხოვრობენ.
სახლის შიგნით სახელოსნოა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოფილი ინჟინერი კრისტიანი ცხოვრობდა სოფელ ცესში, რომელიც ალპური მთების მახლობლად მდებარეობს.
კრისტიანის ცოლი საბინა 15 წელია, ცესში ცხოვრობს. ადრე ის ფილოსოფიასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მაგრამ ახლა ქმართან ერთად საკუთარ მეურნეობას მართავს.
20 წლის წინ ინგლისელ ქეითს მანქანა დაეჯახა. კომპენსაციის მიღების შემდეგ მან იყიდა მიწა ესპანეთში, სიერა-ნევადას მთებთან. ქეითმა მოაწყო მიწა, თავისი ხელით შეაგროვა იქ ყველაფერი, მაგალითად, ეს კომპოსტირებადი ტუალეტი.
ოლივიე მეუღლესთან ერთად საფრანგეთის პროვინცია არდეშიში ცხოვრობს. ისინი ზრდიან თხებს და ცხვრებს.
ამ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს. მათ მოჰყავთ ბოსტნეული და ხილი. მიწა ვებ-დეველოპერს ეკუთვნის.
ეს გერმანელი ფერმებს შორის მოგზაურობს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. ის ფერმების მფლობელებს ძროხებისა და ცხვრების მოვლაში ეხმარება.