თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე კიკნაძეს ეძებენ. ოჯახის ნათესავების ინფორმაციით, ის 5 დღეა, არ გამოჩენილა. მათივე თქმით, ბიჭი ავჭალაში, სახლიდან შუადღის საათებში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ბოლოს დაკარგულთან კონტაქტი 1-ელ სექტემბერს ჰქონდათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ინფორმაციის შემთხვევაში, ოჯახს შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ნომერზე – 592 06 80 08.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები