იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია

“გასულ კვირას, იაპონიის ელჩი საქართველოში, იშიუძკა ჰიდეკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია. პირველი ვიზიტის დროს, ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ბ-ნ თორნიკე რიჟვაძესთან; ბათუმის მერთან, ბ-ნ არჩილ ჩიქოვანთან; ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბ-ნ ზაზა შავაძესთან; ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ქ-ნ მაია ხაჯიშვილთან. შეხვედრებზე მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

“ვიზიტის ფარგლებში, ელჩი იშიძუკა შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია და იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში შეძენილი მძიმე ტექნიკა გადასცა. კერძოდ, GGP პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა კი, კომპაქტური ექსკავატორი შეიძინა. გრანტის საერთო ოდენობა: 143 852 აშშ დოლარი.

ელჩმა იშიძუკამ ასევე მოინახულა მობილური ბიბლიოთეკა, რომელიც იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წელს იქნა შეძენილი, რათა იმოგზაუროს სოფლიდან სოფელში და აჭარის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გაზარდოს ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი (IJH)“ ახორციელებს. გრანტის თანხა – 72 000 აშშ დოლარი.

ელჩის ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უძველეს იაპონურ კუთხეს მოიცავს. ელჩი შეხვდა ბაღის დირექტორს, ბატონ ირაკლი არჩაიას და განიხილა იაპონური ბაღის გაუმჯობესების შესაძლებლობები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები