სენაკი-ხობის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები