ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მომხდარი სამხედრო შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, დაშავებულია 146 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქის უხუცესებმა დღეს განაცხადეს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწიეს.
მათივე თქმით, სპეციალური შეკავების ძალები 444-ე ბრიგადის მეთაურს მაჰმუდ ჰამზას მესამე მხარეს, სტაბილურობის მხარდამჭერ აპარატს გადასცემენ.
ჰამზა სპეციალური შეკავების ძალებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიტიგას აეროპორტში იმყოფებოდა და რომელსაც ახლა აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება აკონტროლებს.