ბათუმში მამაკაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა, კატერმა გადაუარა – დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა, კატერმა გადაუარა.

თვითმხილველების თქმით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები