პაპუნა მარგველიძე: სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის”, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში 7 ადამიანს ეძებენ.

„გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის. დარჩენილია კურორტ შოვის ტერიტორიაზე ტერიტორიის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში“, – აცხადებს გუბერნატორი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 26-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები