შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან – იოსებ ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილზე შექმნილ საველე შტაბში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმაც.