სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა.
“არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. სწავლას ვიწყებთ 15 სექტემბერს, როგორც ეს იყო დაგეგმილი”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, სკოლებში სწავლა თითქოს 15 სექტემბერს არ დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები