ვაჟა ფანჩულიძე რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, კომპანია “ჩაინა ნუქლიარინდასთრის” გენერალურ დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მოაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი ითვალისწინებს 19 კმ-იანი გზის მშენებლობას. 500-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო სამუშაოებს 24- საათიან რეჟიმში, 2 ცვლაში ახორციელებს. გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 34 სახიდე გადასასვლელი. მათივე ცნობით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგების, 4 ხიდისა და 5 გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები. მდ. ფცაზე დასრულდა, ხოლო მდ. ფრონეზე ხორციელდება კოჭების მონტაჟის სამუშაოები. ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია 6.8 კმ სიგრძის მონაკვეთზე. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს, დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მკვიდრია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები