აჭარის რეგიონში ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, აჭარის რეგიონში კიდევ ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პირობით მსჯავრდებული ნ. ს, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში დადგა. პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში გაირკვა, რომ პრობაციონერს აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება ინტერნეტკომუნიკაციის სფეროში. მათივე ინფორმაციით, პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ნ. ს. სამშენებლო კომპანია „ბიგ ჰაუსში“ ოფის-მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა, სადაც მისი ხელფასი, პირველ ეტაპზე, 500 ლარი იქნება. აჭარის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, შპს “trust colaporation“-ის ხელმძღვანელობამ დაასაქმა ე. დ. პირობით მსჯავრდებული ამ კომპანიის მიერ ხულოს რაიონის სოფელ ფუშლუკაურის საკრებულოს შენობაში წარმოებულ სარემონტო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას და ყოველთვიურად 400 ლარს მიიღებს.
აჭარის პრობაციის ბიუროს დახმარებით დაიწყეს მუშაობა ტ. დ-მ და კ. დ-მ. პირობით მსჯავრდებულები შუახევის რაიონში ინტერნეტის ქსელის სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებენ და დღეში 25-25 ლარს გამოიმუშავებენ. ხულოს რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმდა პრობაციონერი ა. დ. იგი ყოველდღიურად 20 ლარს გამოიმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები