თამარ ჩიბურდანიძე – „ხომ ხედავთ, თქვენი საწამლავი ვერ კლავს, რადგან უფალი ძლიერია! ასევე ვერ მოკლავთ საქართველოს!”

„ლიბერალური ფაშიზმი არ ინდობს არავის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი უჭირავს. მეუფე შიო ამათგან ერთ-ერთი მოწინავეა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეკლესიის მტრები ყველაფერზე არიან წამსვლელნი და პატრიარქის შემდეგ მიზანში მისი მოსაყდრის ამოღება მოულოდნელი არ ყოფილა.

„პირადად ჩემთვის მეუფე შიოს მოწამვლა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქვეყნისა და ეკლესიის მტრები პატრიარქის შემდეგ სამიზნედ მის მოსაყდრეს რომ აირჩევდნენ, ეს მარტივი მისახვედრი იყო. მეუფე შიო გამოირჩევა მისი განათლებით, ძლიერი რწმენითა და შეუპოვრობით, რომელმაც შეძლო უწმინდესთან ერთად ქართული ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება. ამიტომაც თავიდან იშორებდნენ. ბუნებრივია, დაიწყება ამ თემით სპეკულირება.
გუშინ, „მთავარმა” მკვლელობის შემკვეთად უკვე რუსეთი დაასახელა, ოღონდ არ უთქვამთ, რატომ. ხომ გაგიგიათ ხალხური გამოთქმა, დამნაშავე პირველი აბრალებს სხვასო. ეს ტელევიზია „რუპორია” ქართული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი დასავლეთის პოლიტიკის. ლიბერალური ფაშიზმი არ ინდობს არავის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი უჭირავს. მეუფე შიო ამათგან ერთ-ერთი მოწინავეა. მივმართავ მათ, ვინც კიდევ ერთხელ იპოვა იუდა საპატრიარქოში. ღმერთის თქვენ არ გწამთ და საიდან უნდა გრძნობდეთ მის ძალას? თუმცა ფაქტებით მაინც მიხვდით, რომ ფუჭია თქვენი ყველა მცდელობა. ხომ ხედავთ, თქვენი საწამლავი ვერ კლავს, რადგან უფალი ძლიერია! დაიმახსოვრეთ, ასევე ვერ მოკლავთ საქართველოს!”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები