“ოპოზიციის მხრიდან ზიზღის ენა და პოლარიზაციის გაღრმავება კვლავაც დღის წესრიგშია, დღევანდელი საპარლამენტო სხდომა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს” – გივი მიქანაძე

“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ წელს მსგავსი შეცდომა არ განმეორდება, სამართლიანობა იზეიმებს და საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სტოკჰოლმისა და ბრიუსელის შეხვედრებმა ცხადყო, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და ევროკავშირი აღიარებს იმ სამუშაოს და შედეგებს, რომელიც მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საქართველოში წარიმართა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების თაობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან ზიზღის ენა და პოლარიზაციის გაღრმავება კვლავაც დღის წესრიგშია და დღევანდელი საპარლამენტო სხდომა და პოლიტიკური დებატები არის ერთ-ერთი დამადასტურებელი ამის. ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ პოლარიზაცია რამენაირად გაზარდოს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდი მაქსიმალურად მოუწოდებს კონსტრუქციულობისკენ და ინკლუზიურობისკენ, მაგრამ ეს პროცესი ცალმხრივად ვერ იქნება მიღწეული.

მეორე საკითხია დეოლიგარქიზაციის კანონი, აქ ჩვენ ერთგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდით; უკრაინის კანონი, რომელიც სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ, გასულ ზაფხულს ევროკომისიის პრეზიდენტმა საჯარო განცხადებაში მოიწონა, მაგრამ ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ ასეთი კანონის მიღების საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავენ. ჩვენ ვეკითხებით ევროკავშირს – მივიღოთ, თუ არ მივიღოთ ეს კანონი. როგორც ჩანს, საბოლოოდ, ისინი იხრებიან ვენეციის კომისიის დასკვნისკენ და სისტემურ მიდგომაზე საუბრობენ. სისტემური მიდგომის კუთხით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული და ეს არის აღიარებული იმ საერთაშორისო ინდექსებით, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დაფუძნებული. ერთ-ერთი ასეთი ბოლო იყო გუშინ, როდესაც საქართველო კარგი მმართველობის კონტექსტში 54-ე ადგილიდან მე-17 ადგილზეა გადასული. ასეთი მკვეთრი სვლა სწორედ რომ რეფორმების და იმ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების შედეგია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის კუთხით, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის და უამრავი სხვა კომპონენტის კუთხით და ამ კომპონენტების გათვალისწინებით, საქართველოს ეს სისტემური მიდგომა უკვე დანერგილი აქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები