კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს – ოპოზიცია არის განადგურებული

„ზოგადად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მგონია, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი მათი ქმედებებიდან გამომდინარეა, მათი გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის მოცემულობა, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი მმართველ გუნდს ჰყავს.

“არ ვიცი, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ და რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე. ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები