გახანგრძლივდება თუ არა სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა – ალიანსის გენმდივნის კომენტარი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თანამდებობაზე მისი ყოფნის ვადა შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

როგორც მან ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ თქვა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოკავშირეებმა უნდა მიიღონ.

„რაც შეეხება ჩემს შემცვლელს – ეს არის საკითხი, რომელიც 31-მა მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს. მე ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ალიანსი იღებს, გარდა ერთისა: ჩემი მომავლისა. ეს უნდა იყოს 31 წევრის გადასაწყვეტი”, – განმარტა მან.

სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ პირადად არ ცდილობს თანამდებობაზე დარჩენას.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს ლიდერები სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას ემხრობიან, რადგან არსებობს გარკვეული პესიმიზმი მისი შემცვლელის დამტკიცების შესახებ.

სტოლტენბერგთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის სულ უფრო ღიზიანდება, რადგან სურს, მკაფიო გზავნილი ჰქონდეს მომავალთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები