ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.
„ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – წერს პრემიერმინისტრი.
Had a productive discussion with @OliverVarhelyi in Brussels. Discussed progress 🇬🇪 has made in addressing 12 priorities. We appreciate Commissioner’s stance in support of 🇬🇪 🇪🇺 aspirations. We hope 🇪🇺 candidate status to be granted to 🇬🇪 this year. pic.twitter.com/sbLdRhTrr9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 14, 2023