კახა კალაძე – გიორგი არველაძეზე: მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია

თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

„არაფერი მიკვირს, გულწრფელად ვამბობ, რადგან ეს ადამიანები ისეთ მდგომარეობაში არიან, ისეთი გაუბედურებულები არიან, მათი დღევანდელი რეალობა და მდგომარეობა განპირობებულია მათი ქმედებებით. ის, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ეს ყველაფერი იმის შედეგია. ადამიანების მიმართ, რომლებიც მართლაც თავისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას [არველაძის], მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია. ძალიან კარგია, როდესაც არჩევნების დღე მოდის. გონიერია ქართველი ხალხი და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, რაც უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა შეინარჩუნო და ასეთ გაბოროტებულ, ბინძურ და ბოროტ ძალებს არ მისცენ მმართველობაში დაბრუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ. იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის. ხო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით!”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები