საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს ამაღლებას დღესასწაულობენ. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები