„ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალ „დოკს ბარსელონას“ საკონკურსო სექციაში მონაწილეობს
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმი „ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალ „დოკს ბარსელონას“ საკონკურსო სექციაში მონაწილეობს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის პირველი ჩვენება 21 მაისს შედგა, მეორე კი 25 მაისსაა დაგეგმილი.
ფილმი მარიამ ჭაჭიას მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.
მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი აბასთუმანს პირველად 2014 წელს ესტუმრნენ. ფილმის გადაღება 1 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი 9 წლის მანძილზე გაგრძელდა.
„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა ახლახან გაიმართა მიუნხენში, კინოფესტივალზე – Dok.fest.Munich.