„თეატრის მსახური” – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა

20, 21, 23, 24 და 27 მაისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა – ლევან წულაძის „თეატრის მსახური”, როლანდ ჰარვუდის მიხედვით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი, რომლის მოქმედებაც ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, ორმოქმედებიანია. თეატრის დასი დაბომბვის მიუხედავად არ ტოვებს შენობას, რადგან საყვარელი საქმე უპირველესია.
სპექტაკლის რეჟისორია: ლევან წულაძე; ავტორი: როლანდ ჰარვუდი;  მხატვარი: ნინო სურგულაძე;  მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ გაგლოშვილი; რეჟისორის ასისტენტი: ნინო კალანდაძე.
მთავარ როლებში: ნიკოლოზ თავაძე, ბესო ბარათაშვილი, ეკა ნიჟარაძე.
როლებში: ნანი ჩიქვინიძე, თეონა ქოქრაშვილი,  ზაზა სალაია, თემურ ქამხაძე,  ნინო წულაძე, ნოდარ დოღონაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები