პარლამენტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებები და პრინციპები განიხილეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ საბჭოს წევრებს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს კომიტეტის განახლებული სამოქმედო გეგმა გააცნო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უახლოეს პერიოდში გაფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის, რომლის საფუძველზეც ქართველი მეცნიერებისთვის და მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით ისტორიის მიმართულებით, გაიხსნება ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავები და ჩვენ გვექნება ცალკე კვოტა კვლევითი საქმიანობის წარმოებაში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის სურვილი რომის სახელმწიფო ბიბლიოთეკამაც გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები